
მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები არიან ჩართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით.


მაჭავარიანის ქუჩაზე , მეწყერული პროცესების გააქტიურების გამო ხვალიდან გადაადგილება დროებით იკრძალება
გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა.

15 მარტიდან დედაქალაქს ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 შეემატება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ბიზნეს თაიმს” მერიიდან აცნობეს.




