
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.

კომპანია თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დედაქალაქის სხვადასხვა უბანში 7 550-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ დრო იწურება და მეორედ მოსვლისთვის მზად უნდა ვიყოთ.

28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისის მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა. ამის შესახებ “ბიზნეს თაიმს” მერიიდან აცნობეს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალუ ქსელში წერს, რომ გუშინ გერმანელ ექსპერტებთან ერთად შეთანხმდნენ ბარიერებზე განთავსებაზე რათა მეწყერის გავრცელების სიჩქარე შეამცირონ.

თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული ზონის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, დღეს, კიდევ ერთხელ დააკვირდა მოცემულ რეალობას.
