2022 წლის 1-ელი თებერვლიდან თბილისში ულიმიტო სატრანსპორტო აბონემენტი ამოქმედდება. ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს გააჟღერა.
კალაძის განმარტებით, მოქალაქეებს შეეძლებათ აიღონ ულიმიტო ბარათები „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში და მეტროს სალაროებში. ამასთან, ბარათების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება.
"გვექნება ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება 1 ლარი. გარდა ამისა, შემოგვაქვს ულიმიტო 1-დღიანი ბარათი 3 ლარად, ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი ეღირება 20 ლარი, ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი, ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი, ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი, ხოლო ულიმიტო 1-წლიანი ბარათი 250 ლარი ეღირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.