ნამახვნჰესთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას რიონის ხეობის მცველები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ განცხადება, რომელიც დღეს ჰესის პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, პროტესტის ხელოვნური დეესკალაციაა და მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
დღეს 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები იგეგმება, ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული წელსაც იმავე რეკომენდაციის გამეორება მოუხდეთ რაც შარშან სააღდგომოდ. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან 13 ნეშტი გადმოასვენეს - 6 სამხედრო მოსამსახურე და 7 მშვიდობიანი მოქალაქე აფხაზეთის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა აღდგომის დღესასწაულზე სარიტუალო ღონისძიებები მოკრძალებულად გაიმართოს.