ექიმი, ონკოლოგიის რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას არანაირი თანხის შეგროვება არ უთხოვია და არ ითხოვს.
“არ ვიცი, რამდენჯერ დავწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე თანხის შეგროვება არასოდეს მითხოვია, არც ვითხოვ და არც მოვითხოვ! გთხოვთ, თუ მსგავს პოსტს სადმე ნახავთ, ვინც აცხადებს, რომ გიორგი თანხას კრებსო, აუცილებლად გააპროტესტოთ კომენტარებში და აცნობოთ პოლიციას. და კიდევ, ფბ-ზე მე არც ერთი ჯგუფი არ მაქვს და არც ერთი ის ჯგუფი/პროფილი/გვერდი ჩემი არ არის!” წერს ღოღობერიძე.