იმერეთში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგად სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 18 პირი.
ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება ეჭვქვეშ დააყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ბერლინის სასამართლოს დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
რეგიონებში დიდთოვლობით დაზარალებულების ხეტყით უზრუნველყოფა უსასყიდლოდ მოხდება. შესაბამისი განკარგულება "ქართული ოცნების" მთავრობამ გამოსცა.
სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასული წვევამდელები მიიღებენ 30%-იან დანამატს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 18 მარტს გამოსცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს.