
პრეზიდენტ მაკრონის ოლიგარქ ივანიშვილთან საუბარი აშკარად უშედეგოდ დასრულდა, ცვლილებისთვის, ევროპელ ლიდერს შეუძლია ნახოს პრო-ევროპელი ქართველები, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოხატავს წუხილს საქართველოს მთავრობის მეთაურის „შემაშფოთებელი განცხადებებისა“ და „ევროპული გზის ღალატის“ გამო. მაკრონის თქმით, აღნიშნული სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-ჭალოვანის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

13 დეკემბერს, XI მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიას დახურავს. ამ ეტაპზე უცნობია, შეიკრიბება თუ არა ახალარჩეული პარლამენტი რიგგარშე სხდომების ფორმატში.

სალომე ზურაბიშვილი სკამს ჩაებღაუჭება, მერე დაცვის თანამშრომელი უნდა მივიდეს, სკამიდან თითები ააგლიჯოს და უთხრას, „გამობრძანდით ქალბატონო, რას კადრულობთო?“ - რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეიძლება ეს სიგიჟეც გააკეთოს, ისეთ აგონიაშია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით, კომიტეტის სრული შემადგენლობა არანაკლებ ცხრა დეპუტატით განისაზღვრება.

ბათუმი - სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვის ლოდები ჩამოცვივდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა.

ვნახეთ, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას - მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ, დღეს იგივეა ფაქტობრივად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი დაზიანებული მინების შეცვლაში 45 812 ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.