შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას.
ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის „ჩამოწერა“ ქართული პოლიტიკიდან - მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. შესაბამის ბრძანებას 3 აპრილს ხელი იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა მოაწერა, რომელიც სუს-ის უფროსად ინიშნება.
დროებით კომისიას ვქმნით უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს - იქნება შესაძლებლობა, რომ მან მუდმივმოქმედი საბჭოებისთვის თემატიკა ჩაანაცვლოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბექს სი არენა“ ავრცელებს.
მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.
პარლამენტი 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 აპრილს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
ინფექციოოისტი მაია ბუწაშვილი "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინის გამოვლენის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. იგი განმარტავს, რამდენად საშიშია სურსათში, მათ შორის რძეში, აფლატოქსინის მოხვედრა.