9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
შესაძლებლობა მქონდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვედროდი, რომელიც როგორც საზოგადოებამ იცის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 10 მაისს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა.