
აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სანქციები არ არის ღირსების ორდენის გაცემის საფუძველი - ჩვენ ვაჯილდოვებთ ყველა იმ პირს, რომელმაც განსაკუთრებული ღირსება გამოავლინა, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც მათ უღირსი სანქციები დაუწესეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უნდა დაგვისაბუთონ სად არღვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სამართლებრივ პრინციპებს - სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რა თქმა უნდა, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვისაც,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება უკვე 20 იანვრის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ეხებოდა საქართველოში არსებულ სიტუაციას, მის განვითარებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში - ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის ვალდებულებები, რაც არსებობს - უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში,- ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

თბილისში, დიდ დიღომსა და გლდანში სამეზობლოს მარში გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით: „გაათავისუფლეთ უკანონოდ დაჭერილები!“, „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „მოვითხოვთ ახალ არჩევნებს!“

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.