
ჩვენ ერთადერთი რამ გვაქვს სათქმელი - მნიშვნელოვანია, რომ ეუთომ ოდირთან ერთად მოახერხოს ის, რომ მას პატივს სცემდნენ სხვა ქვეყნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, დასკვნა, რომელიც ეუთომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარმოადგინა, ევროკავშირის ქვეყნებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს.
„ჩვენ შარშან არჩევნების მერე ვნახეთ ეუთოს დასკვნა, ვნახეთ მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთოს დასკვნა და არანაირი ყურადღება არ მიაქციეს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ყველას გაცხადებული ჰქონდა, რომ ეს იქნებოდა მათი მთავარი სახელმძღვანელო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ მკაფიო შეფასება, მათ შორის, მისიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები შედგა და მიუხედავად ამისა მოხდა ჩვეულებრივი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, გარედან ორკესტრირებული და დღეს კიდევ ერთხელ კარგად ჩანს დეზინფორმაციის მთელი ნაკადი ქართული არჩევნებისა და ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ასე რომ, ჩვენ ერთადერთი რამე გვაქვს სათქმელი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეუთომ ოდირთან ერთად მოახერხოს ის, რომ მას პატივს სცემდნენ სხვა ქვეყნები.“- განაც ხადა პაპუაშვილმა.