საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 82-ით 76 დაამარცხა.
თბილისი არენაზე, ახალგახსნილ სპორტის სასახლეში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა.
თავიდან საქართველოს ნაკრები სანაძის სამქულიანით დაწინაურდა, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოახერხა და მეტოქე წინ გავიდა. ამის შემდეგ გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით საქრთველოს ნაკრებმა მოიგო.
მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით გაქცევა შეძლო.
ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინაამდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.
მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.
საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა.