
პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 3 იანვარს საქართველოში ამინდი სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასებით იქნება განპირობებული.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, თავის მოადგილესთან, ირინე წაქაძესა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორთან, რუსუდან კოხოძესთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 იანვარს საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

მინდა, ყველას მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი, ყველაფერი დავძლიოთ, რაც ჩვენში შეიძლება იყოს ცუდი. დავძლიოთ ყველაფერი, დავძლიოთ ერთად და ვიქნებით ყველა გამარჯვებული , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამეს" აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრის გაშლა დაიწყეს.

მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეწვია.