საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე (თბილისი-სენაკის მიმართულება) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მას შემდეგ მოხერხდა, რაც მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთება განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულდა.