gorgia
ავერსი legi


პლაცებო შეგვახსენებს, რომ: გონებას შეუძლია სხეულში რეალური ცვლილებები გამოიწვიოს. ხედავთ სასწრაფოს ექიმს, ფორმით და მომენტალურად წნევა რეგულირდება?!

"გგონიათ, რომ წამალი მხოლოდ ქიმიური ნივთიერებაა? მეცნიერება სხვაგვარად ფიქრობს: ზოგჯერ მოლოდინი ისეთივე ძლიერია, როგორც ნამდვილი მედიკამენტი. ეს არის პლაცებო ეფექტი — ფენომენი, რომელიც გვიჩვენებს, რომ გონებას შეუძლია სხეულის რეალური ცვლილებების გამოწვევა.
წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელსაც ქრონიკული ტკივილი აწუხებს. მას აძლევენ აბს, რომელზეც ეწერა „ტკივილგამაყუჩებელი“, მაგრამ სინამდვილეში ეს შაქრის აბია ან ქაღალდის გორგოლაჭი. რამდენიმე დღეში ტკივილი მცირდება. რატომ? იმიტომ, რომ ტვინი ენდობა მის მოლოდინებს. იგივე მოხდა ასთმით დაავადებულებთან: ინჰალატორი, რომელიც არაფერს შეიცავდა, მაინც აუმჯობესებდა სუნთქვას. პარკინსონის პაციენტებში, კი პლაცებო ინექციებმა დოფამინის დონე გაზარდეს და მოძრაობა გააუმჯობესეს.
ეს არ გეგონოთ ილუზია. ტვინში რეალური პროცესები მიმდინარეობს: ენდორფინი და დოფამინი გამოიყოფა, ტკივილის კონტროლის მექანიზმები აქტიურდება და არა მხოლოდ აბი, არამედ ექიმის სიტყვები, თეთრი ხალათი, კლინიკის ატმოსფერო აძლიერებს ეფექტს.
დღეს პლაცებო ეფექტი უკვე გამოიყენება მედიცინაში — ტკივილის მართვაში, სტრესთან დაკავშირებულ უძილობაში, პარკინსონის დაავადებაში. მეცნიერები ცდილობენ ამ ძალის გამოყენებას ისე, რომ მკურნალობა უფრო უსაფრთხო და ეფექტური გახდეს.
პლაცებო გვახსენებს ერთ რამეს: ჩვენი გონება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე გვგონია და შესაძლოა, მომავალში სწორედ ეს ძალა გახდეს მედიცინის ახალი მიმართულების საფუძველი", წერს ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე.

72