დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების რეზერვუარზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ფარგლებში რეზერვუარის ქსელზე დაზიანებულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს შეცვლიან.
„გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 22 აპრილს, 09:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 22 აპრილს, დილის 09:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - ჭირნახულის, სტურუას, აფხაზავას, მეფრინველეობის და ნამორაძის ქუჩებს. სოფელ დიდ ლილოს, წინუბანს, თეთრიხევს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო დასახლებას და სოფელ გამარჯვების ნაწილს.
ლილოს დასახლების I, II, მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8 , IV-V კვარტლებს, ლეონტი მროველის, კამოს, დავითაშვილის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ქებურიას, ხვედელიანის და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს;
ვარკეთილის მეურნეობას, აეროპორტის, საქნავთის, ორხევის, სადგური ლილოს და ლოჭინოს დასახლებებს, ვარკეთილის მეურნეობას და მიმდებარე დასახლებებს.
22 აპრილს, დილის 09:00 საათიდან, 23 აპრილის, ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს ქუჩებს, ქიზიყის, გუმათგესის, ენგურჰესის, სადგური ველის, გვაზავას და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის II დასახლებას, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებას; გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფელ ჭალას.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.