ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტიდან ოთხი რეისი გაუქმდა. როგორც აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, 00:00-დან 10:00-მდე დაგეგმილი 44 ფრენიდან 4 რეისი გაუქმდა. აქედან სამი რეისი სტამბოლის, ერთი კი ანტალიის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
გაუქმებული რეისებია:
- Pegasus - სტამბოლი;
- Pegasus - ანტალია;
- Turkish Airlines - სტამბოლი;
- Ajet - სტამბოლი;
წყარო: BMG