ხვალ, 15 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
ლიტერატურული კონკურსი „საბას" ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა.
აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ყველასთვის. ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ომიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ამერიკა ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჩვენზე მაგარი ჰყავთ, ავიაციაც ჰყავთ, მაგრამ მოხდა, ბუნებაა, რა ვქნათ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბუბისწყლის კალაპოტში სტიქიის თანმდევი პროცესები მიმდინარეობს, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, ამ ეტაპზე აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.