საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
აგვისტოს ომის 15 წლისთავზე დიმიტრი მედვედევის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარშია ნათქვამი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
შაქრიანი დიაბეტის „ტიპი 1“ დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა კვლავ გრძელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი, რომელზეც მიწვეული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, ეძღვნებოდა ომის თემას და ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოების საკითხი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.