თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში გაიხსნება. გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი “პეპლების იძულებითი მიგრაცია”.
პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება. „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას შემოუერთდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა.
PMCG-ს კვლევაში აღნიშნულიa, რომ საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა.
ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.
ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა, რომლითაც გმობენ თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას.
ნაქერალას უღელტეხილზე და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.