დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივითა კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავამ გახსნეს.
„მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა.
დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში სახელმწიფო და კერძო კომპანიები და ის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და შეძენილი ცოდნის რეალიზებას საქართველოში გეგმავენ.
ფორუმზე დამსაქმებლებმა ფორუმზე 100- მდე ვაკანტური მენეჯერული პოზიციები წარმოადგინეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან, რომლებიც მიზნობრივად, კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა.
დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი დასაქმების ხელშეწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.