საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრების შესახებ ინფორმაციებს თავად ადმინისტრაცია გაავრცელებს.
ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს 2 ოქტომბერს, 12:30-ზე შეხვდება (თბილისის დროით 14:30 საათზე).