"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს და ივანიშვილის რეჟიმს, არხის ჟურნალისტისა და წამყვანის ბექა ყორშიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან "მთავარი არხი" სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზარალებულ ყველა მოქალაქესა და კოლეგა ჟურნალისტებს სხვა მედიებიდან.
პოლიციამ "მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესით დააკავა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შსს - თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 7 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული ღამის განმავლობაში, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი ავრცელებს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება.
თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა რუსთველისკენ მიემართება. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მოქალაქეებს აკავებს.
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის სამი მანქანა და სპეციალური ტექნიკა განთავსდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალებიც.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოდეანზე“ ერთი პირი დააკავეს. დაკავებას მოქალაქეები ყიჟინით და შეძახილებით შეხვდენენ. ადგილზე ხმაურია.