ჩვენ ეს ისტერია უკვე ვნახეთ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, გადის თუ არა კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რას უპასუხებს მმართველი გუნდი პრეზიდენტის ნაბიჯებს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მე მინდა მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, თქვენი გადაწყვეტილება აიღოთ და მიიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები - ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც ჩვენი და ხალხის მოთხოვნაა - ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს მთავრობა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს იცავდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა უკვე დასრულდა.
ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და ერთი წლის განმავლობაში მათი ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის, - ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს.