„ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 6 დეკემბერს, 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.
„ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია - არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო. რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც რეპრესიების ორკესტრირებაზე არიან პასუხისმგებელი, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია ნათქვამი.
„ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა.
პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს.
შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა. “სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა - გაუმარჯოს თავისუფლებას“, - ვკითხულობთ თეატრის “ფეისბუქის“ გვერდზე.