საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა.
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პიროტექნიკა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, მესმის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემა? - "ჯარები" ვნახეთ, როგორ მოდიოდნენ ხალხზე, დასდევდნენ მეტროში , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა შეიცვალოს პრემიერი, რომელმაც „ვერ გადაწყვიტა კრიზისი“ და მხოლოდ „ხალხის მიმართ მუქარა იცის“.
საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს.
არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ლიბერალური ფაშიზმის დასრულების“ შესახებ.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყების თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლში პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.