რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
რესტორან “ბაბილოსთან”, აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. დაკავებულია რამდენიმე პირი.
მანამდე, ერთ-ერთი მოსამართლე აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს, მისი მიმართულებით ისროდნენ კვერცხებს, ასევე, წყალს ასხამდნენ. ამასთან, ადგილზე აღნიშნულ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც მას “უნამუსო” უწოდა. ისმოდა შეძახილები: “მონა”, “მონა”, “გაათავისუფლეთ ახალგაზრდები!”.
ერთ-ერთი მოსამართლე კი ტერიტორიის დატოვებას ავტობუსის საშუალებით შეეცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მძღოლს მოუწოდეს, არ აეშვა ის სატრანსპორტო საშუალებაში, რის შემდეგაც ავტობუსმა ტერიტორია დატოვა. მოსამართლემ კი რესტორნის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა.