ბათუმი - სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვის ლოდები ჩამოცვივდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა.
ვნახეთ, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას - მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ, დღეს იგივეა ფაქტობრივად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან განაცხადა.
საქართველოს პარლამენტი დაზიანებული მინების შეცვლაში 45 812 ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გადაეცით, რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს.
შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდიმ ქართულენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას ან არაღიარებას მთხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, სადაც ძალადობასა და უკანონო დაკავებებზე ვისაუბრე, მე ვსაუბრობ ყველასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.