დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას, „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამენ, – ამის შესახებ აღნიშნულია IRI-ის 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულების დასაფინანსებლად, 2024 წელს, ჯამში, გამოყოფილია 2 მილიარდ 70 მილიონი ლარი.
2024 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 790 მილიონი ლარი, საიდანაც 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროპულ მომავალთან ერთად, კიდევ ერთი დასტურია, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესის.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ მასპინძლობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით.