მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამეს" აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრის გაშლა დაიწყეს.
მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეწვია.
2024 წელს, საცხოვრებელი ფართით, დაახლოებით, 3400 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. მათ შორის, 2000 დევნილ ოჯახს, ახალაშენებული ბინა გადაეცა, ხოლო 1400-მდე ოჯახისთვის, სახელმწიფომ, სახლი, პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეიძინა.
პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის, დამატებით ვადას აძლევს.
გარდაიცვალა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
შსს-ს ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებში შეაღწიეს და დოკუმენტები მოიპარეს, - საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარშია წერილში, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა კანონმდებლებს გაუგზავნა.