საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება ერთ-ერთი მედიის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც, მათივე განმარტებით, საუბარი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში და „ჰამასისთვის“ საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე, ამისთვის კი თითქოსდა გამოყენებული იყო ქართული პორტები.
ღარიბაშვილის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის წელს საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო.
ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
სემეკმა, 2023 წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა.
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-3 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და მზადაა, ქვეყნის წარმატება გაიზიაროს.
ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
Wizz Air-ის მიერ 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც ავიაკომპანიას საქართველოში გააჩნია,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.