„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს.
„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტთან დიმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩარევას ხედავს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.
დღეს, მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს მარში, 20:00 საათზე კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა.
ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი, დემოკრატიული, პოლიტიკური გამოსავალია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს.