ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე - ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს.
ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.
“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა.
პარლამენტმა, 83 ხმით, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში “სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას მხარი დაუჭირა.
სოციალური ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს,- ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან სასამართლო დარბაზიდან გაავრცელა.
2024 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 2 მილიონ 077 ათასი მგზავრი, რაც 9%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.