საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსება გაუზარდა.
გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულ იქნა ორი პირი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის 12 რეაბილიტაციის პროექტს და ოთხ ნაპირსამაგრ და სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციის პროექტს ახორციელებს.
უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.
Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას ინფრასტრუქტურული ობიექტების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვითა და განახლებით აქტიურად აგრძელებს.
ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, ნატო-საქართველოს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვედრას მართავენ.