არავის გვიკვირს, რომ ანტილობიზმი გრძელდება, ოპოზიციის ინტერესებშია, ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის კუთხით, აჭარასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.
ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას შეეხებოდა.
21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება.
ღირსების ორდენით ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში დღეს, 19:00 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.