გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარედგინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების ნება დართო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
3 ივნისიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.
„ენჯეოები“ არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ბევრი მათგანი თავს იკავებდა რეგისტრაციისგან - შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია „ენჯეობის“ გამჭვირვალობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა - არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ის სკანდალური მხილებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ვხედავთ, არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ კანონმდებლობას ჩავხედოთ და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან შეძლოს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.