საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
მოხარული ვარ, რომ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
2024 წელს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 56%-ით გაიზარდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, თუ 2023 წელს საქართველოში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 1 052-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1 641 შეადგინა.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გააჩერა. ამის შესახებ არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პროტესტის მე-80 დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენში, ლიეტუვის პრეზიდენტ გინატას ნაუსედას შეხვდა.