ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და მედიის დამოუკიდებლობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.
საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 18 :00 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 91 700 აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
პოლიტიკური იზოლაცია, რაც ქვეყანას შეეხო და რაც „ქართული „ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თბილისი ენერჯი მოსახლეობას გაზმომარაგების აღდგენის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მოსახლეობას გაზის ონკანების გადაკეტვისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ წუთის მონაცემებით: დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა.
თბილისში, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.