
უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს - ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

გუშინ რეჟიმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, შეიჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში და პრაქტიკულად დაარბია ოფისები. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ ემზადება გამოიყენოს საქართველოს მიმართ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 6 დეკემბერს, 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.

„ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია - არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო. რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც რეპრესიების ორკესტრირებაზე არიან პასუხისმგებელი, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია ნათქვამი.

„ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს.